ივანოვიჩი: "უნდა დასჯილიყო თუ არა სუარესი? ალბათ"
ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა წარსულში, ლუის სუარესთან მომხდარი კონფლიქტის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ვინახავ თუ არა გულში წყენას სუარესზე? არა. ეს ფეხბურთია და რაც მოხდა ნორმალურია. ყველა მოთამაშეს სურს გამარჯვება.
ბევრი ფორვარდი გოლის გატანისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, მეტოქის პროვოცირებას ახდენს.
მატჩის შემდეგ ლუისს ვესაუბრე. მან ბოდიში მომიხადა, მე კი ვუთხარი რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ეს ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და არ მინდა ამ თემაზე საუბარი. თუ ოდესმე ავტობიოგრაფიულ წიგნს დავწერ, მომხდარის შესახებ დეტალურად მოგიყვებით, მაგრამ ახლა არა.
უნდა დასჯილიყო თუ არა სუარესი? ალბათ. მას ჯარიმა დააკისრეს და დისკვალიფიკაცია მისცეს."-ამბობს ივანოვიჩი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]