სუარესი: "კბენაში ბრალი ივანოვიჩსა და კიელინისაც მიუძღვით"

სუარესი: "კბენაში ბრალი ივანოვიჩსა და კიელინისაც მიუძღვით"

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი იმ ეპიზოდებს იხსენებს, როდესაც მან ბრანისლავ ივანოვიჩსა და ჯორჯო კიელინის უკბინა.

"არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დამეხმარნენ. ბრალის ნაწილი ჩემზეა, მაგრამ მე-2 ნახევარი იმ მცველებზე, რომლებმაც ჩემი პროვოცირება მოახდინეს.

კიელინი და ივანოვიჩი ყოველთვის თავდამსხმელების წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ. მათ მოწინააღმდეგის პროვოცირების უნარი აქვთ.

ახლა, სხვაგვარად ვიქცევი. თუ მსგავსი რამე ხდება, ან კონფლიქტის ადგილს ვტოვებ, ან მშვიდად ვსაუბრობ. ახლა, მსგავსი სიტუაციებისთვის უკეთ ვარ მომზადებული."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.