რაკიტიჩი: "ვიცი, ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების ცხოვრებაში ყველაფერი მომხიბვლელია"
კატალონიის "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ფეხბურთელების ცხოვრებაზე ისაუბრა და საკუთარ თანაგუნდელებსაც შეეხო.
"ბარსელონას" ფეხბურთელთა უმრავლესობას, მესის, სუარესისა და ჩემი ჩათვლით, სიწყნარე უყვართ. ჩვენ ოჯახის ხალხი ვართ, წვეულებებზე და ბარებში სიარულს თავს ვარიდებთ.
როდესაც მესიმ კასტელდეფელსში სახლი იყიდა, მალევე აღმოაჩინა, რომ ხმაურიანი მეზობლები ჰყავდა. ამიტომ, შეარჩია ისეთი ადგილი, სადაც მარტო იქნებოდა.
ვიცი, ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფეხბურთელების ცხოვრებაში ყველაფერი მომხიბვლელია და ყველას ჰგონია, ჩვენ გიჟურ წვეულებებზე ვატარებთ დროს." - განაცხადა რაკიტიჩმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]