ხორხე მესი შვილის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებისთვის ბარსელონაში ჩაფრინდება
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი ბარსელონაში ჩაფრინდება, რათა შვილის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გამართოს.
არგენტინელი დღეს ჩაფრინდება, ანუ ერთი კვირით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ხორხე, რომელიც თავისი შვილის აგენტია, "ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს შეხვდება.
თავდამსხმელის მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებენ.
ფეხბურთელის მამა ასევე აპირებს "ბარსელონასთან" ერთად პსჟ-სთან მატჩზე, საფრანგეთში გაემგზავროს, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]