"ალავესის" პრეზიდენტი: "სან მამესი" ჩვენთვის იდეალური ვარიანტია"
"ალავესის" პრეზიდენტმა, ალფონსო ფერნანდეს დე ტროკონისმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ სტადიონზე უნდა ჩატარდეს ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ.
"სან მამესი" ჩვენთვის იდეალური ვარიანტია. ეს შესანიშნავი სტადიონია დიდი ტევადობით. გვინდა, რომ ფინალს "ალავესის" 16 ათასი გულშემატკივარი დაესწროს. მადრიდიც არ იქნება ცუდი არჩევანი, რადგან დედაქალაქი ვიტორიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე - ბარსელონასთან.
"კამპ ნოუს" "ვისენტე კალდერონთან" ტევადობის გამო უპირატესობა აქვს."-ამბობს ფერნანდესი.
ფინალი ბასკურ და კატალონიურ კლუბებს შორის 27 მაისს შედგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]