ენრიკე: "ალავესის" ძალაზე მეტყველებს ის, რომ მათ პირველ წრეში დაგვამარცხეს"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ალავესი" საქებარი სიტყვებით მოიხსენია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეტოქე იქნება. მატჩი დღეს, "ალავესის" სტადიონზე გაიმართება.
"ალავესის" ძალაზე მეტყველებს ის, რომ მათ პირველ წრეში დაგვამარცხეს. ეს გუნდი ახლა შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. ამიტომაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ. ჩვენთვის ამაზე უფრო რთული დავალება არ შეიძლება იყოს." - ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "ალავესი" ასევე ესპანეთის სამეფო თასის ფინალშიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც 27 მაისს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]