ტეო: "ვიდალს პატიებას ვთხოვ"
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში, "ბარსელონას" ესპანელმა უნივერსალმა, ალეიშ ვიდალმა კოჭის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.
27 წლის ფეხბურთელი დღევანდელი შეხვედრის 84-ე წუთზე, ფრანგ ტეო ბერნარ ფრანსუასთან შეჯახებისას დაზიანდა. იმ დროისთვის, ლუის ენრიკეს სამივე ცვლილება ჰქონდა განხორციელებული, რის გამოც "ბარსელონას" 10 კაცით მოუწია მატჩის დასრულება.
მატჩის შემდეგ ფრანსუამ თქვა, რომ ალეიშს პირადად მოუხდის ბოდიშს: "ვნახავ, როგორ მდგომარეობაშია ვიდალი და პატიებას ვთხოვ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]