"ბარსელონა" დეულოფეუს გამოსყიდვაზე დაფიქრდა
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ნათელი მოჰფინა იმას, რომ მისი კლუბი "ევერტონის" თავდამსხმელის, დეულოფეუს გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც ამჟამად არენდის წესებით "მილანში" თამაშობს.
"ჩვენ დეულოფეუს გამოსყიდვის შესაძლებლობა გვაქვს და ეს კარგია. მე მომწონს რაც ხდება. "ევერტონში" მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ ის "მილანში" გადავიდა, სადაც კვლავ დაიწყო თამაში და ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. ეს კარგი სიახლეა. როგორც ჩანს, მის დასაბრუნებლად 12 მილიონი ევრო დაგვჭირდება." - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Sport.es.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]