მატუიდი: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
"პარი სენ-ჟერმენის" 29 წლის ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"დღეს პსჟ - "ბარსელონას" თამაშია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ვფიქრობ, რომ ეს ორმატჩიანი დუელი სეზონის გარდამტეხი მომენტია. მე მჯერა ჩემი გუნდის.
"ბარსელონას" წინააღმდეგ 2 მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ვიცი, რომ საქმე ძალიან დიდ გუნდთან გვაქვს, ეს კლუბი მანქანისავითაა. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - განაცხადა მატუიდიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]