მატუიდი: "ბარსელონას" პატივს ვცემთ"
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს, ბლეზ მატუიდის ჰკითხეს, აშინებს თუ არა მას მოსალოდნელი "ქამბექი" "ბარსელონას" შესრულებით უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში.
მატუიდიმ დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა:
"არავითარ შემთხვევაში. თავდაჯერებულები ვართ. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ამ გუნდს დიდებული რაღაცების გაკეთება შეუძლია.
ჩვენც ბევრი რამ შეგვიძლია. პსჟ-მ ამის დემონსტრაცია პირველ მატჩში მოახდინა. თუ განმეორებით შეხვედრაშიც იმავე დონეზე გამოვალთ, კვლავ კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
მატჩის საწყისი წუთები მნიშვნელოვანია. "ბარსელონა" პსჟ-ზე ზეწოლას მოახდენს. მეტოქე გოლის რაც შეიძლება სწრაფად გატანას ეცდება.
ჩვენთვის კარგი იქნება, თუ ოპონენტი თავისუფალ სივრცეს ხშირად დატოვებს. ამით სარგებელს მივიღებთ.
ფსიქოლოგიურად ძლიერები უნდა ვიყოთ. რთული მომენტების გადატანა მოგვიწევს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ."
განმეორებითი მატჩი "ბარსელონასა" და პსჟ-ს შორის 8 მარტს, 23 საათსა და 45 წუთზე, სტადიონ "კამპ ნოუზე" დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]