"ეიბარმა" ანდერ კაპას "ბარსელონაში" გაყიდვაზე უარი თქვა
"ეიბარის" მცველი, ანდერ კაპა "ბარსელონაში" არ გადავა.
El Correo-ს ინფორმაციით, ბასკებმა 24 წლის ესპანელი ფეხბურთელის "ბარსელონაში", 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვაზე უარი თქვეს. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობას ალეიშ ვიდალის შემცვლელის პოვნა სთხოვა, რომელიც მძიმე ტრავმის გამო 5 თვით იუქმებს. "ბარსელონას" ლა ლიგის წესებით შეუძლია, რომ არასატრანსფერო პერიოდში, პრიმერას ნებისმიერი გუნდიდან ფეხბურთელი შეიძინოს.
ამ სეზონში, კაპამ "ეიბარის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]