MD: ისკო, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს

MD: ისკო, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს

კატალონიური Mund Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ისკო მადრიდის "რეალს" დატოვებს, გამორიცხული არაა, ის "ბარსელონას" შეუერთდეს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ისკოს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როდესაც ის, 2013 წელს, "მალაგადან" "რეალში" გადავიდა, თუმცა "ბარსელონა" ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც 24 წლის ფეხბურთელის მომსახურებითაა დაინტერესებული. მისი შეძენა "იუვენტუსს", "სიტის" და "ჩელსისაც" უნდა.

ისკო, მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო, ზაფხულში კლუბის შეცვლისკენ იხრება. მან მიდმინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა.

ისკოს კონტრაქტი "რეალთან" ძალაშია 2018 წლის ივნისამდე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #7 22 თებერვალი 2017 22:47
    0
    კოუ გვინდა ჩვეენ კოუ
    Suarez 999
    სტუმარი [?]
    #6 22 თებერვალი 2017 20:21
    0
    eg ki ara mane gamoushvan jobia
    msd2004
    სტუმარი [?]
    #5 22 თებერვალი 2017 19:39
    0
    კოუტინიო მოიყვანეთ!!!!!!!
    ChillO
    სტუმარი [?]
    #4 22 თებერვალი 2017 18:50
    0
    ეს მაგრად გაასწორებდა
    shaxin
    სტუმარი [?]
    #3 22 თებერვალი 2017 16:30
    0
    ეს ძაან მაგარია მარა არ გადმოვა რეალი არ გამოუშვებს მარა თუ გადმოვა მაგრა გასწორებს იმენა ბარსას სტილია მე მიველსალმები ამის გადმოსვლას
    saba11
    სტუმარი [?]
    #2 22 თებერვალი 2017 16:29
    0
    თუ რეალიდან ვყიდოლობთ ხამესი იდეალურია თან უშვებენ მაგას
    Tor-Nike
    სტუმარი [?]
    #1 22 თებერვალი 2017 15:16
    0
    isko ar vici mara bonuchi moiyvanon tips wasvla unda iuvedan chven kide centraluri mcvelis problema agar gveqneba umto kaia sashvalo gundebtan dzlier gundebtan chveulebrivi matie plius sam centrit tamashi mgoni gaamartlebs