Victor Valdés - El Numero Uno

Victor Valdés - El Numero Uno

დღეს, "ბარსელონას" ინგლისურენოვანმა საიტმა, "totalBarca"-მ გაავრცელა ინტერვიუ, რომელიც ნორვეგიელი მომღერლისგან, ხუაკინისგან აიღეს. საქმე ისაა, რომ ამ მომღერალმა რამდენიმე წლის წინ, ჩაწერა სიმღერა, რომელიც "ბარსას" მეკარეს, ვიქტორ ვალდესს მიუძღვნა. სიმღერის სახელი კი ასე ჟღერს: "Victor Valdés - El Numero Uno"

პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. როდესაც მე ეს სიმღერა მოვისმინე, პირველივე კითხვა, რაც გამიჩნდა არის ის, თუ რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სიმღერის დაწერა და შესრულება...

მე მინდოდა დამეწერა სიმღერა ფეხბურთზე. ვიფიქრე, რომ "ბარსაზე" სიმღერის დაწერა ძალიან ბანალური იქნებოდა და ამიტომაც ჩემს თავს ვკითხე, თუ ვისზე შეიძლებოდა სიმღერის დაწერა. მე ასევე არ მსურდა დამეწერა სიმღერა შედარებით ცნობილ ფეხბურთელებზე, როგორიცაა მესი, ეტოო, ჩავი და სხვა ფეხბურთელები.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ სიმღერა მეკარეზე დაგეწერათ? ჩვეულებრივ ხალხი უფრო თავდამსხმელებს აქცევს ყურადღებას, ან ნახევარმცეველბს და არა მეკარეებს. რამდენიმე კვირის წინ სუბისარეტამ განაცხადა: "როდესაც ჩვენ ვაგებთ, მეკარეა დამნაშავე, ხოლო როდესაც ვიგებთ ეს თავდამსხმელების დამსახურებაა." რა არის განსაკუთრებული ამ ფეხბურთელში?

მე ვიცოდი, რომ ვიქტორს ბევრი მოწინაამღდეგე ყავდა და ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მისთვის სიმღერა მიმეძღვნა. ყველაფრის შემდეგ ის დიდებული მეკარეა და გულშემატკივრებისგან უფრო მეტს იმსახურებს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ სიმღერის დაწერაში იმანაც ითამაშა, რომ იგი "L’Hospitalet"–ში დაიბადა და "ლა მასიაში" გაიზარდა.

ეს სიმღერა დაიწერა 2 წლის წინ, სანამ "ბარსა" 6 თასის მოპოვებას შეძლებდა. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ, შეიცვალა თუ არა ვალდესი?

მე ვფიქრობ, რომ იგი შეიცვალა. ის ახლა ბევრად უკეთესად ასპარეზობს, ვიდრე 2 წლის წინ. ის აღარ უშვებს იმდენ შეცდომას, როგორც მაშინ, მაგრამ "ბარსას" საუკეთესო მეკარე მაინც ლეგენდარული სუბია. ვიფქრობ, რომ ბოლოს საუკეთესოდ იგი დასახელდება.

იცის ვალდესმა რაიმე ამ სიმღერის შესახებ?

რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთ ტელევიზიაში ეს სიმღერა პირდაპირ ეთერში შევასრულე და ეს ვიდეო ვალდესსაც ანახეს. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს "ბარსას" სავარჯიშო მოედანზეც შევხვდით. როდესაც ბარსელონაში ვიმყოფებოდი მან შეხვედრაზეც კი დამპატიჟა. ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო მომენტი იყო.

ვიდეო კლიპში თითქმის ყველას "ბლაუგრანას" ფორმა აცვია. ნამდვილად გიყვართ "ბარსა", თუ ეს უბრალოდ რიგითი კლიპია?

ჩვენ ყველას გვიყვარს "ბარსა" და "ნაიკისგან" ჩვენ კლიპისთვის ბევრი აქსესუარიც მივიღეთ. რამდენიმეჯერ "კამპ ნოუზეც" ვართ ნამყოფები. ასევე "ბარსას" თამაშებს, ნორვეგიაშიც ვადევნებთ თვალს.

ვიცი, რომ სიმღერებს ინგლისურად ასრულებთ ხოლმე. რატომ გადაწყვიტეთ ეს სიმღერა ესპანურად შეგესრულებინათ?

ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ მამაჩემი ესპანელია და ასე, თუ ისე ვიცი ეს ენა. მე ჩვეულებრივ სიმღერებს ინგლისურად ვასრულებ, მაგრამ სიმღერა ვალდესზე, რატომღაც ესპანურად შევასრულე.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენს საქმიანობაში ყველაფერ კარგს გისურვებთ.

აქვე შემოგთავაზებთ კლიპს, რომელიც ხუაკინმა ვალდესს მიუძღვნა.


[media=http://www.youtube.com/watch?v=0MjvY9hr50E]



  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.