MD: ისკო ზაფხულში "ბარსელონაში" ვერ გადავა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ბარასელონაში" გადასვლის სურვილის შემთხვევაშიც კი, კატალონიურ კლუბს ვერ შეურთდება.
კატალონიური წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ფეხბურთელების კონტრაქტებში ჩადო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მათ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, "ბარსელონას" გარდა, ნებისმიერ კლუბში შეუძლიათ წასვლა. აქედან გამომდინარე, თუ 24 წლის ესპანელი კატალონიურ კლუბში გადასვლას მოისურვებს, მას 2018 წლის ზაფხულამდე მოცდა მოუწევს, როდესაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
როგორც ცნობილია, ისკომ, შესაძლოა, მეტი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში მადრიდული კლუბი დატოვოს. მისი მომსახურებით, "ბარსელონას" გარდა, სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებულნი.
ისკომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]