"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები 2 მატჩს ჩაატარებენ
30 ივნისს, "კამპ ნოუზე", "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი შედგება, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი.
მატჩი საქველმოქმედო იქნება და მისგან შემოსული თანხა "ბარსელონას" ფონდში ჩაირიცხება. ამავდროულად, ეს "ბარსელონას" ვეტერანებისთვის პირველი მატჩი იქნება, რომელსაც "კამპ ნოუზე" ჩაატარებენ. გარდა ამისა, ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრაც შედგება, 2 სექტემბერს, "ოლდ ტრაფორდზე".
მატჩის ბილეთების ღირებულება 10-დან 21 ევრომდე იქნება.
"ბარსელონას" ლეგენდების გუნდის დებიუტი 1 აპრილს, კერეტაროში (მექსიკა), მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების წინააღმდეგ შედგა. კატალონიური გუნდის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა ვიქტორ ბაია, ხრისტო სტოიჩკოვი, გეორგე პოპესკუ, რონალდ დე ბური და გაისკა მენდიეტა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]