"ბარსელონასა" და "მანჩესტერის" ლეგენდები 2 სექტემბერს ითამაშებენ
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავები, 2 სექტემბერს, "ოლდ ტრაფორდზე", ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
მატჩი ამ წელს ბარსელონასა და მანჩესტერში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. ფეხბურთელები შავი სამკლაურებით ითამაშებენ. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.
"ბარსელონაში" პატრიკ კლიუვერტი, ერიკ აბიდალი, გაისკა მენდიეტა, ანდონი გოიკოეჩა, ჟულიანო ბელეტი, ედგარ დავიდსი, სიმაუ საბროსა, ედმილსონი და სხვები ითამაშებენ. მწვრთნელი ალბერტ ფერერი იქნება.
"მანჩესტერის" შემადგენლობაში მოედანზე იასპერ ბლუმკვისტი, უეს ბრაუნი, დენის ირვინი, პაკ ჯი სუნი, კარელ პობორსკი, ლუის საა, მიკაელ სილვესტრი, ედვინ ვან დერ სარი, რუუდ ვან ნისტერლოი, დუაიტ იორკი და სხვები გამოვლენ. მანჩესტერელებს ბრაიან რობსონი უთავკაცებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]