სამპაოლი: "ბარსელონა"? "სევილიასთან" სიკვდილამდე ვარ დაკავშირებული"
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპოლიმ "ბარსელონაში" მის შესაძლო გადასვლის ჭორებზე კომენტარი გააკეთა.
ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამპაოლი ლუის ენრიკეს პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილება, რომელიც სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.
"ბარსელონაში" მუშაობა? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ასეთი კითხვა არც კი ღირს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საერთოდ უნდა ვისაუბრო ამ სიტუაციაში. სეზონის ამ ეტაპზე კანდიდატებზე საუბარი - ეს უაზროა.
მე "სევილიას" სპორტულ პროექტთან სიკვდილამდე ვარ დაკავშირებული. ჯერ არ განმიხილავს მომავალი პროექტები "სევილიას" ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს - ჩვენ ამის გაკეთება გვსურს." - განაცხადა სამპაოლიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]