სამპაოლი: "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად მაღლა დარჩენას ვისურვებდი"
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ "რეალისა" და "ბარსელონას" თამაშზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ეს გუნდები არასდროს უშვებენ შეცდომებს. მათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რომ მათთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. ასეთ გუნდებთან ერთად მაღლა დარჩენას ვისურვებდი.
ნასრის არყოფნა ჩვენს თამაშზე აისახება. ეს დიდი დანაკლისია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მის გარეშე ჩვენ მაინც ვაჩვენებთ საუკეთესო თამაშს შეტევაში, "ალავესის" წინააღმდეგ." - განაცხადა სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად განიხილება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]