ვალვერდე: "ბარსელონა? ლუის ენრიკეს წასვლა მე არ მეხება"
"ატლეტიკ ბილბაოს" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ბარსელონაში" მის შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"არაფრის გაკეთება შემიძლია იმასთან დაკავშირებით, რომ მწვრთნელი გუნდიდან მიდის. ეს მე არ მეხება. მე ჩემი გუნდის სამუშაოზე ვარ ორიენტირებული.
მესმის, რომ მედიაში მწვრთნელებზე ინფორმაციები გავრცელდება - ან ახალ სამუშაო ადგილზე, ან ძველი ადგილიდან წასვლაზე. მესმის, რომ ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს.
ვიფიქრებ თუ არა შემოთავაზებაზე? მე "ატლეტიკში" ვარ, რაზე უნდა ვიფიქრო?" - განაცხადა ვალვერდემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]