"ბარსელონას" ვერატისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები ჰყავს

"ბარსელონას" ვერატისთვის ბრძოლაში  სერიოზული კონკურენტები ჰყავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, მარკო ვერატის გაფორმება სურს. ინგლისური გუნდი კონკურენციას 2 ესპანურ გიგანტს გაუწევს.

Don Balon-ის ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველი ზაფხულში "მანჩესტერის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. ვერატისთვის ბრძოლაში ფავორიტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან, მაგრამ მოურინიო მათ კონკურენციას გაუწევს.

მიმდინარე სეზონში, ვერატის აქტივში 2 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. "პარის სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი მიიჩნევს, რომ მარკო ანდრეს ინიესტას მემკვიდრეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Suarez 999
    სტუმარი [?]
    #5 5 მარტი 2017 23:29
    0
    ბარსელონამ თუ სერიოზულად არ მოკიდა საქმეს ხელი ვერცერთ წესიერ მოთამაშეს ვერ მოიყვანს. 100 მილიონს მაინც მოითხოვენ ვერატიში და რეალიც და მანჩესტერიც არის დიდი თანხის გადამხდელი. ძაან გაგვიჭირდება ამის მოყვანა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2017 22:07
    0
    ალკანტარა და კოუტინიო უნდა ბარსას
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #3 5 მარტი 2017 17:56
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    ტიაგო მოიყვანეთ იბიომატ

    მაგის მოსვლამდე არ მეტკინოს არაფერი :დდ ( მაინც თავს ვიზღვევ )
    ChillO
    სტუმარი [?]
    #2 5 მარტი 2017 16:33
    0
    კოუტინიო ჯობია
    msd2004
    სტუმარი [?]
    #1 5 მარტი 2017 15:53
    0
    კოუტინიო მოიყვანეთ