"რეალი" "ბარსელონას" კონკურენციას გაუწევს
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, მარკო ვერატისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" "რეალი" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ახლო წარსულში, ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კატალონიელებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი შედგა.
Don Balon-ის ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა პსჟ-ს დაუკავშირდეს და "ბლაუგრანა" იტალიელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში დაამარცხოს.
წყარო იტყობინება, რომ მარკოს გაფორმება ორივე ესპანურ გრანდს გაუჭირდება, რადგან პარიზელები წამყვანი მოთამაშის გაშვებას არ გეგმავენ. თავად ვერატიმ საფრანგეთში დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]