რეზერვისტები პირველი ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა ბ" შიდა ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში "ატლეტიკო ლევანტეს" დაუპირისპირდა. ხერარდ ლოპესის გუნდმა "მინიესტადიზე" ქულები დაკარგა (1:1). რეზერვისტებმა უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.
ერთადერთი გოლი "ბლაუგრანას" რიგებში 77-ე წუთზე მარკ კარდონამ გაიტანა. ამჟამად სხვაობა სარეზერვო გუნდსა და "ალკოიანოს" შორის 2 ქულაა. კატალონიელთა უახლოეს მდევარს, ჯერჯერობით თავისი მატჩი არ ჩაუტარებია. "ბარსელონა ბ" პირველი ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
"ბარსელონა ბ": სუარესი, პალენსია, მოისესი (ნილი 19'), ფალი, ბორხა პერესი (მბულა 71'), სარსანედასი (ალფარო 61'), ალენია, გუმბაუ, დანი რომერა, პერეა, კარდონა.
"ატლეტიკო ლევანტე": სოტრესი, სონი (შაქი 69'), ალვარო (ხილი 83'), კაიზერი, ანდრეუ, რიბელესი, ფრან მანსანარა, პეპელუ, ალისონი (ბორისი 60'), არუტრო, ვიანა.
გოლები: 0:1 არტურო (64'), 1:1 კარდონა (77').
მომდევნო მატჩი: 12/03/2017 "საბადელი" - "ბარსელონა ბ"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]