"ოსპიტალეტი" 2:2 "ბარსელონა ბ"
"ბარსელონა ბ" შიდა ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში "ოსპიტალეტს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით, 2:2 დასრულდა, მაგრამ დაფიქსირებულ შედეგს სატურნირო ცხრილში, ხერარდ ლოპესის შეგირდთა მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.
რეზერვისტები 73 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან, უახლოეს მდევართან სხვაობა კი მოცემულ მომენტში 11 ქულაა. "ალკოიანოს" თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. "ბარსელონა ბ"-ს ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულების კარგი შანსი აქვს.
"ოსპიტალეტი": ოლივეროსი, ტეო, კევინი (ედიპო, 60'), სირია, სავალი, გალანი (პორკარი, 70'), იხონი (სამუ, 83'), დანი, რუბიო, სალინასი, ბენჯამინი.
"ბარსა ბ": ვარო, პალენსია, მარლონი, ფალი, ლოპესი, მარტინესი, ჩემი, გუმბაუ, ალფარო, პერეა (რომერა, 71'), კარდონა (კარბონელი, 82).
გოლები: 0:1 ფალი (9'), 1:1 სალინასი (12'), 1:2 კარდონა (37'), 2:2 სალინასი (88').
მომდევნო მატჩი: 30/04/2017 "ბარსელონა ბ" - "პრატი"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]