ენრიკე: "ბარსელონას" პსჟ-სთვის ექვსი გოლის გატანა შეუძლია"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "პარის სენ-ჟერმენთან" მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ მტოვებს შეგრძნება, რომ მატჩში დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ მიზანთან ახლოს აღმოვჩნდებით. თუ ვინმეს შეუძლია ოთხი ბურთი გაგვიტანოს, მაშინ ჩვენ მისთვის ექვსი გოლის გატანა შეგვიძლია. პირველი მატჩის შედეგი ცალსახაა, მაგრამ ეს პლეი-ოფია, დაპირისპირების მხოლოდ ნახევარი გავიდა. 95 წუთის განმავლობაში უსასრულოდ ბევრი რამ შესაძლებელია მოხდეს. ვიმედოვნებ, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებით განვითარდება." - განაცხადა ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 35 ]