„ბარსელონა“ მანჩინისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალ სეზონში კიდევ ერთი კანდიდატი - რობერტო მანჩინი განიხილება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ამ ეტაპზე მოლაპარაკების დეტალები უცნობია. მანჩინის გარდა სხვადასხვა გამოცემები შემდეგ კანდიდატებს ასახელებენ: ხორხე სამპაოლი, ერნესტო ვალვერდე, მაურისიო პოჩეტინო, ეუსებიო საკრისტანი და მასიმილიანო ალეგრი.
შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს კლუბის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ის მომავალ სეზონში კლუბის სათავეში აღარ იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]