მასკერანო: "ტერ შტეგენი ყვიროდა - ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ მოვიგებთ"
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ, პსჟ-სთან გამართულ მატჩთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა გუნდის გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ისაუბრა.
"გოლის გაშვების შემდეგ, ტერ შტეგენმა დაიწყო ყვირილი: "ჩვენ არასდროს ვნებდებით, ჩვენ "ბარსელონა" ვართ! ყველა წადით შეტევაში და ჩემზე არ იდარდოთ." ის ყვიროდა: "ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ მოვიგებთ." ერთ ეპიზოდში, ბუსკეტსს ვუთხარი, რომ ჩვენი მეკარე კარგად ვერ იყო." - აცხადებს მასკერანო.
შეგახსენებთ, რომ გაშვებული გოლიდან მალევე, ტერ შტეგენმა მასთან პირისპირ გასულ მეტოქეს აუღო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 48 ]