ტერ შტეგენი: სუარესი? მე არ შემიძლია კოლეგის განხილვა

ტერ შტეგენი: სუარესი? მე არ შემიძლია კოლეგის განხილვა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ლიონთან" მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მეტის იმედი გვქონდა, მაგრამ შედეგი ორივე გუნდისთვის სამართლიანია, ამიტომაც ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.

წინ ბევრი მატჩია, ჩვენ შემდეგ რაუნდში გასვლა გვსურს და ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გვჯერა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ "ლიონი" მაღალი კლასის გუნდია, ჩვენ შეტევაში ძლიერები ვართ და ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მეტოქის დამწუხრება.

ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებულები, რადგანაც ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

სუარესი თავის მომენტებს ვერ იყენებდა? მე არ შემიძლია კოლეგის განხილვა, მაგრამ ვიცით, რომ ის მაღალი დონის ოსტატობას ფლობს და გუნდში მისი ყოფნით მოხარულები ვართ. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით.

სუარესი ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. ვიმედოვნებ, რომ მალე ის კვლავ გაიტანს, რადგან ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს. ის ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იღებს." - განაცხადა გერმანელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MSDC1091114
    სტუმარი [?]
    #9 20 თებერვალი 2019 19:19
    1
    ტერ შტეგენი
    სამედო პიკე ლანგლე(უმტიტი) ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
    მესი
    დემბელე მალკომი

    რეალთან რას იტყვით?
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #8 20 თებერვალი 2019 18:27
    6
    ციტატა: Johan cruyff13
    ერნესტო ვალვერდე- ბარსას ყველაზე დიდი სირცხვილია ამ საუკუნეში.

    100%!
    bergkamp
    სტუმარი [?]
    #7 20 თებერვალი 2019 17:49
    4
    ციტატა: Johan cruyff13
    ერნესტო ვალვერდე- ბარსას ყველაზე დიდი სირცხვილია ამ საუკუნეში.

    და რატო აყენებ ძმაო მერე ისევ და ისევ ძირითადში, ან 33 წლის კაცს რომ ზამენაზე ღირსეული შემცვლელი დაჭირდებოდა, ამას რა დიდი პროფესორობა უნდოდა, დავიჯერო მოითხოვა ტრანსფერი და არ იყიდა ხელმძბანელობამ ვინმე? ან იმ საცოვდავ ბავშვს მალკომს რომ სკამზე ალპომ მიეცი დრო, ამას ყველა ხედავს და შესაძლოა მომავალში არავინ არ გადმოვიდეს თუ არ შეიცვალა რამე,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 თებერვალი 2019 17:34
    8
    მაგრად მევასება შტეგო ეს უნდა იყოს მომავალში ბარსას კაპიტანი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #5 20 თებერვალი 2019 16:56
    6
    სხვა რო იყოს ესეთ ფორმაში პირველი სუარესი გააკრიტიკებდა ალბათ, დაუჩხავლებდა მოედანზე და რავი, წასვლას მოითხოვდა მესის სახელით. მარა თითონ რო გუნდის ნ1 მტერია დღეს და მე 5 მცველი მეტოქის საჯარიმოში, ხმას არ იღებს. სანამ სკამზე არ გადაჯდება 1-2 თამაში მანამ არაფერი შეიცვლება.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 20 თებერვალი 2019 16:46
    7
    ციტატა: Kalduna
    ვალვერდეს რომ აბრალით ყველაფერს, სუარესის ასე მაზილაობაც ვალვერდეს ბრალი ხომ არაა.

    ვალვერდეს ბრალი იმაშია, რომ ასეთი სუარესი სკამს უნდა ხეხავდეს და ძირითადში არ უნდა აყენებდეს!
    მწვრთნელის ბრალია აბა ვისი???
    Culé [?]
    #3 20 თებერვალი 2019 16:00
    7
    ციტატა: Kalduna
    ვალვერდეს რომ აბრალით ყველაფერს, სუარესის ასე მაზილაობაც ვალვერდეს ბრალი ხომ არაა.

    ....
    მერე სუა რომ მაზიალაობს ყოველ თამაშზე და ბატონ ერნესტოს არ გაყავს მოედნიდან ეგ ვის უნდა დავაბრალოთ?
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 20 თებერვალი 2019 15:51
    5
    ტერ გუშინ ძალიან კარგი იყავი! heart_eyes შენი სეივები ყოველ მატჩზე აღსაფრთოვანებელია! ამტკიცებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ხარ! heart_eyes
    Kalduna
    სტუმარი [?]
    #1 20 თებერვალი 2019 15:48
    5
    ვალვერდეს რომ აბრალით ყველაფერს, სუარესის ასე მაზილაობაც ვალვერდეს ბრალი ხომ არაა.