"ბარსელონას" და "რეალს" პორტუს 17 წლის მცველის შეძენა სურთ

"ბარსელონას" და "რეალს" პორტუს 17 წლის მცველის შეძენა სურთ

"ბარსელონა" და "რეალი" "პორტუს" ნიჭიერი მცველის, ჟოზე დიოგუ დალო ტეიშეირას ტრანსფერისთვის იბრძვიან.

17 წლის პორტუგალიელს სამშობლოში სისწრაფითა და სიძლიერით უკვე კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ.

გასულ წელს, დალომ 17 წლამდელთა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე თვის შემდეგ კი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს.

"რეალი" უკვე დიდი ხანია ფეხბურთელს აკვირდება და მის წარმომადგენლებს წინადადებით მიმართა. "ბარსელონა" ასევე აპირებს დალოსთვის ბრძოლას და "პორტუს" 10 მილიონი ევროს სახით შეთავაზება გაუკეთა.

"პორტუ", თავის მხრივ, მცველის ტრანსფერისთვის მეტი თანხის მიღებას აპირებს. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    britva
    სტუმარი [?]
    #2 11 მარტი 2017 01:08
    0
    ეს არვიცი მაგრამ პორტუს ძან მაგარი ნიჭიერი 19 წლის ბიჭი ყავს რუბენ ნევესი ანდრე გომეშის დედაც გაყიდონ და ეს მოიყვანონ. ბუსკეცის სამომავლო შემცვლელად გამოდგება ერთ ორ წელიწადში bowtie
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #1 11 მარტი 2017 00:23
    0
    Tu Kaia moiyvanon fulis meti raa