ვერატი კრიტიკით აღშფოთებულია და კარიერის გაგრძელების ვარიანტებს ეძებს
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის იტალიელმა თავის აგენტს, დონატო დი კაპლის კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტების ძებნა დაავალა.
ვერატის აღელვებს პსჟ-ს მარცხი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ (4:0, 1:6). ამასთანავე, იტალიელი აღშფოთებულია კრიტიკით მის მიმართ, კატალონიურ კლუბთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ღამის კლუბში გამოჩენასთან დაკავშირებით.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერატისთვის "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "ბაიერნი" იბრძვიან. პსჟ მარკოს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]