ინიესტა: "ტიაგო "ბარსელონაში" გაიზარდა და ჩამოყალიბდა"
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში დატოვებს კლუბს. ესპანელმა ტიაგო ალკანტარას სავარაუდო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.
"არ მითქვამს, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ. მინდა კარიერა აქ დავასრულო, მაგრამ ეს ჩემ გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული. კლუბში არ დავრჩები, თუ გუნდისთვის საჭირო მოთამაშე აღარ ვიქნები. ეს სიმართლეა.
ტიაგო - ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაში" გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ამჟამად ის ყველაზე მაღალი დონის თამაშს აჩვენებს.
შეიძლება ითქვას, რომ საუბარია თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე. მისი "ბარსელონაში" დაბრუნება შესანიშნავი სიახლე იქნება."-ამბობს ინიესტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]