Sport: "ბარსელონაში" თვლიან, რომ ზაფხულში ინიესტა კლუბს დატოვებს
"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში სერიოზულად მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი, შესაძლოა, გუნდიდან სეზონის დასრულებისას წავიდეს. ხელმძღვანელობა ინიესტასთან კარგ ურთიერთობაშია და არ გააპროტესტებს ესპანელი ნახევარმცველის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ინიესტამ გასულ წელს "ბარსელონასთან" უვადო კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ამის შესახებ მან ხელმძღვანელობას 30 აპრილამდე უნდა მოახსენოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]