ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება

ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. საზოგადოებამ უხვგოლიანი, დრამატული და ლამაზი შეხვედრა იხილა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი "ბარსელონას" უპირატესობით წარიმართა. კატალონიურმა გუნდმა ჩვეულ სტილში ბურთი გააკონტროლა და მეტოქის კარში უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა.

მიუხედავად საწყის წუთებში მოპოვებული უპირატესობისა, პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. თავი ელიაკიმ მანგალამ გამოიჩინა, რომელიც მოგვიანებით მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა (44').

მანგალას გოლს სუარესმა 6 წუთში უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი ლიონელ მესიმ 10 კაცით დარჩენილ "ვალენსიას" თერთმეტმეტრიანი გაუტანა. ამას თითქოს, სტუმარი გუნდი უნდა გაეტეხა, მაგრამ "ღამურებმა" ბრძოლა განაგრძეს. მუნირ ელ ჰადადიმ მოულოდნელად, წონასწორობა აღადგინა 2:2.

მეორე ტაიმში ლუის ენრიკეს კოლექტივმა 2 უპასუხო გოლი გაიტანა. 

"ბარსელონას" რიგებში მე-100 დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, 89-ე წუთზე კი ანდრე გომეშმა ნეიმარის გადაცემის შემდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა კატალონიური კლუბის რიგებში და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

28 მატჩში ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" 63 ქულა მოიპოვა. "ბლაუგრანა" მადრიდის "რეალს" ჩამორჩება (65), რომელსაც თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს. მომდევნო ტურში კატალონიური კლუბი "ნუევო ლოს კარმენესზე" "გრანადას" დაუპირისპირდება.

[media=https://www.youtube.com/watch?v=4KC9bF-fpwE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    123456789
    სტუმარი [?]
    #3 20 მარტი 2017 12:50
    0
    Eeeex
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #2 20 მარტი 2017 02:15
    0
    ციტატა: SnoWBars1k
    მესი შემდეგ თამაშს გამოტოვებს :( 5 ყვითელი...

    :D კაია ყვითელირომიიღო შემდეგი თამაში გრანადასთანაა და ადვილად მოიგებთ იმედია:დდდ სამაგიეროდ რთული მატჩების გამოტოვების საფრთხე აღარ იქნება :D
    SnoWBars1k
    სტუმარი [?]
    #1 20 მარტი 2017 02:12
    0
    მესი შემდეგ თამაშს გამოტოვებს :( 5 ყვითელი...