„ალავესი“ 0:2 „ბარსელონა“ - მიმოხილვა

„ალავესი“ 0:2 „ბარსელონა“ - მიმოხილვა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩი სტადიონ "მენდისოროსაზე", სადაც ერთმანეთს "ალავესი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა მასპინძელი გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელი მატჩი "ბარსელონას" უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ დაპირისპირება აშკარად სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა. კატალონიელთა რიგებში ლიონელ მესი აქტიურობდა, რომელმაც მეტოქის კარში დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მოთამაშე ლა ლიგაში 350 გოლიან ნიშნულს გადაახტა (351).

ლიონელს შეეძლო უფრო უკეთესი შედეგი დაეფიქსირებინა, მაგრამ გუნდის ლიდერს არ გაუმართლა. "ბარსელონას" ათიანმა 39-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, 75-ე წუთზე კი მისი დარტყმა ძელს მოხვდა.

დღევანდელი შეხვედრა საიუბილეო აღმოჩნდა ჟერარ პიკესთვის, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით რიგით მე-400 მატჩი ჩაატარა. აგრეთვე, 88-ე წუთზე შედგა ახალწვეული პაულინიოს დებიუტი.

"ბარსელონამ" "ალავესი" 2:0 დაამარცხა და 2 ტურის შემდეგ კატალონიელთა ანგარიშზე 6 ქულაა. მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" 9 სექტემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 აგვისტო 2017 22:38
    0
    ყველაზე საინტერესოა, რომ პენალტი იუბილარზე დაინიშნა, როცა პიკე კარებში ურტყავდა, მესიც იუბილარი გახდებოდა პენალტი რო გაეტანა და ალბათ ამიტომ არ დაარტყმევინა პიკეს. მე მგონია ეს პენალტი რო მესის გოლის შემდეგ დანიშნულიყო ლეო აუცილებლად დაარტყმევინებდა ჟერარ-ბერნაბეუს.
    buka1997
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2017 22:37
    0
    გააასხას რა ამ ვიდალმა ტოოო და რობერტოსაც შეეშვან ამ ფლანგზეეე დააყენე რა სემედუ მასტი იმენა დაფრინავს
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2017 22:35
    0
    გოლს ისევ არ ვუშვებთ და კარგია
    kalandadze
    სტუმარი [?]
    #2 26 აგვისტო 2017 22:22
    0
    უკეთესის მოლოდინში ვარ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აგვისტო 2017 22:18
    0
    სემედუ უნდა დაეყენებინა