უილიამსი: "ვალვერდე "ბარსელონასთვის" კარგი ვარიანტია"
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელი, ინიაკი უილიამსი ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სავარაუდო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ბარსელონასთვის" ვალვერდე კარგი ვარიანტია, მაგრამ ყველას გვსურს, რომ ის "ატლეტიკში" დარჩეს. ვიმედოვნებ, რომ ერნესტო არ წავა. ის შესანიშნავი სპეციალისტია. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მის გამო ბედნიერი ვიქნები."-ციტირებს უილიამსის სიტყვებს Cadena Ser.
როგორც იცით, ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი პრეტენდენტია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]