"ბარსელონა" FIFA-ს გადაწყვეტილებით აღშფოთებულია
"ბარსელონა" FIFA-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის 4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
"ბარსელონა" გაოცებული და აღშფოთებულია დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლიონელ მესის დისკვალიფიცირებასთან დაკავშირებით არგენტინისა და ჩილეს შეხვედრის შემდეგ.
კლუბი მიიჩნევს, რომ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უსამართლო და არაადეკვატური სასჯელია. "ბარსელონას" სურს კიდევ ერთხელ გამოხატოს მხარდაჭერა მესის მიმართ, რომელიც ყოველთვის სამაგალითოდ იქცევა როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ."-წერია გუნდის ოფიციალურ საიტზე.
როგორც იცით, მესის გარეშე დარჩენილმა არგენტინამ ბოლივიასთან მარცხი განიცადა (0:2).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]