"რეალი" "ბარსელონას" კონკურენციას გაუწევს
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო ბაზარზე კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ინტერესები კვლავ გადაიკვეთა.
წყარო იტყობინება, რომ მადრიდული გუნდი "ბლაუგრანასთან" ერთად ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის ფორვარდს, კასპერ დოლბერგს დააკვირდება. "სამეფო კლუბი" მუდმივ ანტაგონისტს კონკურენციას გაუწევს.
მიმდინარე სეზონში, ჰოლანდიური გრანდის რიგებში ჩატარებულ 40 მატჩში პერსპექტიულმა შემტევმა 18 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]