ნეიმარი "ბარსელონაში" ყველაზე სწრაფი მოთამაშეა
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ყველაზე სწრაფ მოთამაშეთა რეიტინგის ლიდერია ნეიმარ და სილვა, რომელმაც ხიხონის "სპორტინგთან" გამართულ მატჩში საოცარი სიჩქარე განავითარა (34.83 კმ/სთ).
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის საშუალო მაჩვენებელია 32.69 კმ/სთ და ამ შედეგით ის მესამეა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში.
ნეიმარის პარტნიორები შეტევაში არცთუ ისე კარგ შედეგებს აჩვენებენ. ლეო მესიმ მე-13 ადგილი დაიკავა (32.27), ხოლო ლუის სუარესმა - მე-11 (32.86). მოულოდნელად, მეორე პოზიცია ერგო 33 წლის ჟერემი მატიეს (34.25).
ალეიშ ვიდალი მცირე სათამაშო პრაქტიკის მიუხედავად მესამე ადგილს იკავებს (33.8). მეოთხეა 32 წლის არგენტინელი, ხავიერ მასკერანო (33.71).
"ბარსელონას" ყველაზე ნელი მოთამაშე ივან რაკიტიჩი აღმოჩნდა (30.66).

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]