ადრიანო: ”შინ ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

ადრიანო: ”შინ ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

”ბარსელონას” და ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველმა, ადრიანო კორეიამ პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ადრიანო კორეია: ”ჩვენ მაქსიმალური რაოდენობის ქულები უნდა ავიღოთ. საშინაო მატჩებში მეტი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა დავიღალეთ ტრავმებით, მაგრამ სათადრიგო ფეხბურთელებს არაფრის შიში არ აქვთ. სათადარიგო სკამი გრძელი გვაქვს. რაც შემეხება მე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ფიზიკურადაც 100%-ით მზად ვარ. დრო, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში გავატარე დამეხმრა ფორმის აღდგენაში. ბოლო ამხანაგურ მატჩში, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ნახევარი ტაიმი ვითამაშე კიდეც”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.