ბონუჩი "ბარსელონასა" და "რეალის" რადარზე
"იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი, ლეონარდო ბონუჩი მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია. Transfermarketweb იტყობინება, რომ 29 წლის ფეხბურთელის გაფორმებისთვის, ესპანურ გრანდებს დაახლოებით 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
დეკემბერში იტალიელმა ტურინულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ ბონუჩით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა, მაგრამ ლეონარდომ ინგლისელთა შემოთავაზება უარყო.
თავის დროზე, ბონუჩიმ "ბარსელონაში" ტრანსფერი არ გამორიცხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]