ფიფა მესის საქმეს მაისის დასაწყისში განიხილავს
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ 4 მაისს ფიფა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის საქმეს განიხილავს.
როგორც პრესა იტყობინება, ამ დღეს "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში უნდა ჩავიდეს, რომელიც ციურიხში მდებარეობს და "ჩილესთან" მატჩში (1:0) ჩადენილი ქმედება უნდა ახსნას.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აღნიშნულ შეხვედრაში, გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფის გამო მიიღო. თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მისი სიტყვები ლაინსმენის მიმართ არ იყო ნათქვამი.
ტაპია იმედოვნებს, რომ მოსმენის შემდეგ გუნდის ლიდერის სასჯელი ოთხიდან ორ მატჩამდე შემცირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]