ლუის ენრიკემ უცვლელი განაცხადი დაასახელა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ოსასუნასთან" დღეს გასამართი მატჩისთვის, ზუსტად იგივე განაცხადი დაასახელა, რაც რამდენიმე დღის წინ გამართულ "ელ კლასიკოში" იყო.
განაცხადში კვლავ ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ვიდალი, რაფინია და მატიე, ასევე დისკვალიფიცირებული ნეიმარი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 18-კაციან სიაში ვერ მოხვდა ხორდი მასიპი. ასტურიელმა სპეციალისტმა "ბარსა ბ"-დან კვლავ უხმო კარლეს ალენიას.
დღევანდელი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, ალენია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]