პაკო: გუნდის წარმატება ჩემ გამოსვლაზე წინ დგას
"ბარსელონას" ფორვარდმა, პაკო ალკასერმა "სევილიასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა (2:1). შეგახსენებთ, რომ გუნდმა სწორედ მისი დუბლის წყალობით გაიმარჯვა.
"მწვრთნელის მიერ მოცემული შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენო. მოხარული ვარ, რომ დუბლი გავიფორმე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია.
გუნდის წარმატება ჩემ გამოსვლაზე წინ დგას. ბოლომდე ვიბრძვით. ასეთი რთული შეხვედრები ყოველთვის დადებით ეფექტს ახდენს გუნდზე.
კარგად ვასპარეზობთ, ჩვენ სეზონის დასაწყისშივე ერთიანები ვიყავით."-ამბობს პაკო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]