მასკერანოს "ბარსელონას" დატოვება არ სურს
"ბარსელონას" მცველი, ხავიერ მასკერანო ზაფხულში კლუბის დატოვებას არ აპირებს.
ფეხბურთელმა კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი უმტიტის მოსვლის შემდეგ დაკარგა, რომელმაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
მიმდინარე სეზონში, არგენტინელმა მოედანზე 25 მატჩი ჩაატარა, რაც ხუთით ნაკლებია, ვიდრე გასულ სეზონში და ფეხბურთელის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი მცირე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მზადაა და "ბარსელონაში" დარჩენისთვის, სხვა კლუბების მიერ შეთავაზებულ მაღალ ხელფასებზე უარს იტყვის.
მასკერანო თვლის, რომ სწორედ "ბლაუგრანაში" ექნება მას დიდი შანსები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისთვის, რომელიც რუსეთში ჩატარდება. ასევე, არგენტინელი თვლის, რომ ჯერ კიდევ შეუძლია "ბარსელონას" ტიტულების მოპოვებაში დაეხმაროს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]