სრნა: "ჩემი და "ბარსელონას" ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა"
დონეცკის "შახტარის" ხორვატი კაპიტანი დარიო სრნა ადასტურებს, რომ "ბარსელონას" მისი გადაბირების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ასევე აცხადებს, რომ მხარეები თანამშრომლობას ერთმანეთისგან განსხვავებული კუთხით უყურებდნენ.
"სიმართლე გითხრათ, "ბარსელონასთან" დაკავშირებით საუბარი უკვე მომბეზრდა.
დიახ, "ბარსა" ჩემით დაინტერესებული იყო. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და "შახტარში" ამის შესახებ იცოდნენ. კატალონიელებს ჩვენი თანამშრომლების თავიანთი ხედვა ჰქონდათ, მე - ჩემებური. ეს ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა." - განაცხადა სრნამ, რომელსაც "ბარსა" ტრავმირებული ალეიშ ვიდალის შემცვლელად მოიაზრებდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]