ინიესტა: "რეალი" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამართლიანად გავიდნენ"
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა თვლის, რომ მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. იგივე თქვა ესპანელმა ტურინის "იუვენტუსზეც".
"რეალი" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. თუმცა ინტერესს კარგავს, როცა თავად ვერ ხდები ფინალის მონაწილე." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.
კითხვაზე, თუ ვის თვლის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად, ინიესტამ მისი თანაგუნდელი, ლიონელ მესი დაასახელა.
"რეალსა" და "იუვენტუსს" შორის ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფში შედგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]