პიკე საავადმყოფოდან გამოწერეს
კატალონიის "ბარსელონას" 30 წლის მცველი, ჟერარ პიკე, რომელიც შაბათს ყელის გრიპის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, უკვე გამოწერეს და სახლში დაბრუნდა. ამჟამად პიკე მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს. იტყობინება, Sport.
ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ესპანელმა ლა ლიგის 37-ე ტურში "ლას-პალმასსთან" შეხვედრა გამოტოვა. ამ მომენტისთვის პიკეს შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა ლა ლიგაში 25 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 2 გოლით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]