ვინ ითამაშებს "მანჩესტერის" ლეგენდების წინააღმდეგ?

ვინ ითამაშებს "მანჩესტერის" ლეგენდების წინააღმდეგ?

რამდენიმე წუთის წინ, იმ ფეხბურთელების ნაწილის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც 30 ივნისს, "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" ლეგენდების გუნდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ხოსე მარია ბაკეროს საშუალება ექნება შემდეგი ფეხბურთელები ათამაშოს: ანგოი, გუზმანი, ხუან კარლოსი, პოპესკუ, ნადალი, ბელეტი, ანდერსონი, დეუ, ედმილსონი, გოიკოეჩეა, მენდიეტა, ჟიული და ხულიო სალინასი.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სხვა ფეხბურთელების ვინაობაც გახდება ცნობილი.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე ფეხბურთელებიდან ჯერჯერობით ცნობილი შემდეგი გვარებია: ბლომქვისტი, ფორჩუნი, პობორსკი, სქოულზი, ფილ ნევილი, სილვესტრი და დუაიტ იორკი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 მაისი 2017 19:21
    0
    რონალდინიო პუიოლი გვარდიოლაც თუ მოიცლის ერიკი და დავიდსიც გამისწორდება
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #4 17 მაისი 2017 18:08
    0
    ვა მაგარია პუიოლი აბიდალი რონალდინიოც იყოს და რომარიოც!!!
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #3 17 მაისი 2017 17:36
    0
    იმენა ორივე გუნდში სათადარიგოს ლეგენდები არიან!!!!
    ვან დერ სარის ნახვა მინდოდა მაგრად, პუიოლის, ეტო'ო, რონალდინიო,
    გიგსი, ფერდინანდი... ეს რა სასტავია ვაფშე!!!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 17 მაისი 2017 15:35
    0
    აბიდალი,პუიოლი,დეკუ,ხავი,რონალდინიო,ეტო,ანრი-ესენი არიან ლეგენდები
    მწერალი [?]
    #1 17 მაისი 2017 15:16
    0
    ეს სათადარიგო ლეგენდებია