მიგელ ტორესი: "რეალის" წაგებით ჩემპიონი "ბარსა" ხდება და არა მე"
მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი მიგელ ტორესი, რომელიც ამჟამად "მალაგაში" თამაშობს, აცხადებს, რომ ის კატალონიური "ბარსელონას" სასარგებლოდ მოქმედებას არ აპირებს.
"მე "ბარსელონას" წარმომადგენელი არ ვარ. "რეალთან" მოგებით, მე ჩემპიონი არ ვხდები. არ მინდა, დამნაშავეებად ჩვენ მოგვნათლონ იმის გამო, რაც შეიძლება მოხდეს. დამნაშავე ის არაა, ვინც ბოლო ტურში თამაშობს. უბრალოდ, "რეალს" ჩვენი დამარცხება შეუძლია. ჩვენ გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ, როგორც პროფესიონალებს და გვსურს, ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ." - ციტირებს ტორესის სიტყვებს Cadena Ser.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ბოლო ტურში კატალონიელები "ეიბართან" მოიგებენ, ხოლო "რეალი" "მალაგასთან" წააგებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]