რობერტო ტრავმის გამო 10 დღით იუქმებს

რობერტო ტრავმის გამო 10 დღით იუქმებს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც მას გენიტალიების არეალის კუნთების დაჭიმვა აღმოუჩინა. როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რობერტო "ეიბართან" მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით 10 დღეს გამოტოვებს.

ამგვარად, ესპანელი ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებს, რომელიც 27 მაისს შედგება. "ლურჯ-ბროწეულისფერების" მეტოქე "ალავესი" იქნება.

მიმდინარე სეზონში სერხი რობერტომ ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Saba gelashvili
    სტუმარი [?]
    #6 22 მაისი 2017 19:32
    0
    ისე რობერტო შუშის ფეხბურთელი არ არის ეგეც დიდი პლიუსია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მაისი 2017 16:51
    0
    ამან პსჟესთან რო გამახარა ისე რავი მადლიერი უნდა ვიყოთ ამ კაცის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 მაისი 2017 16:02
    0
    ალეიშ ვიდალზე რა ისმის როდის გამოჯანმრთელდება?
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 22 მაისი 2017 15:53
    0
    აუ არიქნება ალავესთან ფინალში არაუშავს დინი დადგება ან ვიდალი თუ გამოკეთდა ვიდალი იქნება მარა მგონი სასტარტოდან დინი დაიწყებს მარა შეილება რობერტოც კარგად იყოს იქამდე!!!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 22 მაისი 2017 15:45
    0
    ბელერინი გვინდა სასწრაფოდ.3-4-3იქნება ალავესთან ალბათ
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #1 22 მაისი 2017 15:35
    0
    :D მომავალ სეზონში ეს ნახდაცვაში უნდა ითამაშონ უეჭველი :D