კრკიჩი: ”ეჭვი არ მეპარება, რომ გოლებს გავიტან”
ბოიან კრიკიჩმა ამ შაბათს პირველად გამოტოვა ლა ლიგის მატჩი. ”ბარსელონას” თავდამსხმელმა ამ სეზონში გოლის გატანა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, თუმცა დარწმუნებულია, რომ გოლების გატანას დაიწყებს.
ახალგაზრდა ფორვარდმა დღეს მიიღო ”ბარსელონას” ვეტერანების პრემია, რომელიც ენიჭება ყველაზე სამართლიან ფეხბურთელს წინა სეზონის მიხედვით. ფასდება არა მხოლოდ თამაშის წესის დაცვა, არამედ მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემა. ბოიანმა სულ ცოტათი გაუსწრო ლეო მესის და კარლეს პუიოლს.
კრიკიჩი დარწმუნებით საუბრობს მის შედეგიანობაზე, როგორც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფორვარდი: ”ეს ნორმალურია, რომ ყველა საუბრობს - მე ხომ ამ სეზონში გოლი არ გამიტანია. როცა გოლს გავიტან ყველა დაწყნარდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მალე მოხდება”.
ბოიანმა აღნიშნა, რომ წუხილი ეხმარება გუნდს: ”ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაცის შიში და უფრო მეტი გოლი გაგვაქვს”. ასევე მან ისაუბრა მის წინა სეზონებზე (ეს ფორვარდისთვის მეოთხე სეზონია ძირითად გუნდში): ”მე გავატარე სამი დაუვიწყარი სეზონი. არა მხოლოდ შარშანდელი ბწრყინვალე სეზონი, არამედ სამი სეზონი მაღალ დონეზე”. შეგახსენებთ, რომ კრიკიჩი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ”ბარსას” ისტორიაში, რომელმაც 100 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 34 გოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]